www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმართულების დირექტორი
მომწოდებელი: კანტი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

დისტრიბუციისა და ლოგისტიკის კომპანია "კანტი" 2005 წელს დაარსდა. ჩვენი მისიაა მაქსიმალურად ადეკვატურად ვუპასუხოთ ქართულ ბაზარზე არსებულ მზარდ მოთხოვნას ხარისხზე, შევთავაზოთ მას ალტერნატივა მრავალი სახის კვების პროდუქტებზე - ეკოლოგიურად სუფთა, ლაბორატორიულად შემოწმებული, სერტიფიცირებული და საუკეთესო ტრადიციებით/რეცეპტით დამზადებული პროდუქციის ხარჯზე.

სადისტრიბუციო კომპანია შპს "კანტი" გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას და აცხადებს ვაკანსიას მიმართულების დირექტორის პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის პორტფელში არსებული შერჩეული ბრენდების მართვა/ხელმძღვანელობა/განვითარება.
** პორტფელში არსებული პროდუქტების გაფართოების შესაძლებლობის ანალიზი და შესრულებაზე მუშაობა.
** ბაზრის ანალიზი / იმპორტის შესწავლა და ბაზარზე არსებული მოთხოვნის გამოკვლევა.
** ახალი პროდუქტების შემუშავებაში მონაწილეობა და პარტნიორებთან ურთიერთობა.

აუცილებელი პირობები:

** რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** Microsoft Excel-ში სრულყოფილად მუშაობის გამოცდილება

უპირატესობად ჩაითვლება:

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების კუთხით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორ წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** ორგანიზატორული უნარ-ჩვევები;
** კომუნიკაბელურობა და დახვეწილი მეტყველება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დისციპლინირებულობა;
** სხარტი აზროვნება;
** დამოუკიდებლად სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** კონფლიქტური სიტუაციების გადალახვის უნარი

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ განვითარდეთ ჩვენს კომპანიაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@kanti.ge.

შესაბამის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |