www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კარგო სოლუშენს
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 11 დეკემბერი

ლოგისტიკური კომპანია "კარგო სოლუშენსი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული ოპერაციების შესრულება;
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება/შემოწმება/დაარქივება;
** დებიტორ-კრედიტორების დავალიანების კონტროლი;
** შემოსავლების და ხარჯების პროგრამულად ასახვა;
** სხვადასხვა სახის ინფორმაციის და რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** სასურველია სატრანსპორტო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილება
** 1C, ORIS პროგრამების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel).

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gcs.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.

კომპანია განახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესითა და დადგენილი სტანდარტებით; პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება მხოლოდ კანდიდატის კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და სხვა მოთხოვნილი მახასიათებლების ვაკანტურ თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და ინახება კომპანიაში არაუმეტეს ერთი წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას და დამუშავდეს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |