www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სტაჟირება ანალიტიკის და ოპერაციების მართვის მიმართულებით
მომწოდებელი: ორი ნაბიჯი
გამოქვეყნდა: 11 ნოემბერი / განცხადების ვადა: 2 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ანალიტიკის და ოპერაციების მართვის მიმართულებით ლოგისტიკის დეპარტამენტში.

თუ:

** იცნობ ბიზნესის ადმინისტრირების, ოპერაციების მენეჯმენტის პრინციპებს;
** ხარ მოტივირებული, ენერგიული, მიზანდასახული, თავდაჯერებული და პასუხისმგებლობიანი;
** ფლობ ანალიტიკურ უნარებს;
** შეგიძლია დეტალებზე ორიენტაცია

და გაინტერესებს:

** საცალო გაყიდვების სფეროს და ლოგისტიკის საქმიანობა;
** ოპერაციების და პროცესების მიმართულებით პროექტებში ჩართვა;
** მიწოდების ჯაჭვის დაგეგმვა;
** მარაგების მართვა და ანალიზი;
** ოპერაციების მართვის მიმართულებით გამოცდილების მიღება და გაღრმავება

მაშინ ჩვენი სტაჟირების პროგრამა სწორედ შენთვისაა! და რაც მნიშვნელოვანია - სტაჟირების პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში შეძლებ საქმიანობა გააგრძელო ჩვენთან ლოგისტიკის დეპარტამენტში.

დამატებითი ინფორმაცია:

** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** სტაჟირების ხანგრძლივობა: 3 თვე
** ანაზღაურება: 500 ლარი

ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე: HR@orinabiji.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "სტაჟიორი - ლოგისტიკის დეპარტამენტში".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2 დეკემბერი, 2022 წელი.

მაღაზიათა ქსელი "ორი ნაბიჯში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მაღაზიათა ქსელ "ორი ნაბიჯის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 4 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

"ორი ნაბიჯი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |