www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავის/სტუარდი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

"ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას სამზარეულოს დეპარტამენტში ჭურჭლის მრეცხავის/სტუარდის თანამდებობაზე.

რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ?

ბაზარი ორბელიანზე არის უნიკალური ადგილი საქართველოსა და მთლიანად რეგიონის მასშტაბით. ეს არის ახალი სივრცე, რომელიც გულისხმობს დედაქალაქის ისტორიულ ნაწილში, 1886 წლიდან არსებული კოლმეურნეობის ბაზრის აღდგენის ახალ კონცეფციას.

"ბაზარი ორბელიანზე" თანამედროვე ტიპის აგრარული ბაზრისა და კვების ჰოლის ინტეგრაციაა. ეს არ არის ტრადიციული სურსათის მაღაზია ან სუპერმარკეტი. აქ აგრარულ პროდუქტებთან ერთად გაერთიანებულია 35 სხვადასხვა მიმართულების რესტორანი - როგორც ქართული რეგიონული, ასევე მსოფლიო წამყვანი სამზარეულოები. პროექტი განთავსებულია სამ სართულზე და მისი ფართობი შეადგენს 10, 000 კვ.მ.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა

ფუნქცია-მოვალეობები:

** სისუფთავის ნორმების კონტროლი სამზარეულოში სტანდარტების მიხედვით;
** ჭურჭლის დარეცხვა დასუფთავება;
** ჭუჭყიანი იატაკის მოგვა გაწმენდა;
** ჭურჭლის სარეცხი მანქანის მუშაობა და ჰიგიენური სამუშაო ნორმების დაცვა, სუფთა გარემოს შენარჩუნება;
** ყველა აღჭურვილობის, ინვენტარის წმენდა რეცხვა სისუფთავის შენარჩუნება;
** ნაგვის ურნების წმენდა რეცხვა, ნაგვის გატანა;
** სარეცხი საშუალებების გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული უნარ-ჩვევები და თვისებები:

** სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზუმე (CV) ქართულ/ინგლისურ ენებზე: hr@bazari.ge ელექტრონულ მისამართზე, გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მრეცხავი/სტუარდი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი.

გაითვალისწინეთ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ბაზარი ორბელიანზე არის თანაბარი შესაძლებლობები დამსაქმებელი, რომელიც ცდილობს მრავალფეროვანი სამუშაო ძალის დაქირავებასა და ინკლუზიური კულტურის შენარჩუნებას მის სივრცეში, ჩვენი გუნდი არ ახდენს დისკრიმინაციას რასის, აღმსარებლობის, სქესის, ვეტერანთა სტატუსის ან ადგილობრივი კანონმდებლობით დაცული სხვა უმცირესობების შერჩევის პროცესში.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |