www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური მედიის მენეჯერი
მომწოდებელი: Business Media Management
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

ჰოლდინგი "Business Media Management" აცხადებს ვაკანსიას Salenews.ge-ს პლატფორმისთვის სოცმედია მენეჯერის პოზიციაზე.

ბიზნესმედია მენეჯმენტი შეიქმნა 2014 წელს და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს მედია ინდუსტრიაში.

ჰოლდინგი აერთიანებს 20-მდე წარმატებულ ციფრულ მედია პლატფორმას, ესენია: "Sale News", "TV მონიტორნიგი", "Geo Sport News", "Geo Business News", "Georgian Reg News", "Real Estate Sale News" და ა.შ

ანაზღაურება: 500 ლარიდან, კვალიფიკაციის შესაბამისად.
დასაქმების ადგილი: ქ. თბილისი

რას გთავაზობთ ჩვენ?

** ფიქსირებული ხელფასი + საბონუსე სისტემა
** სრული გრაფიკი
** მეგობრული გარემო
** მუდმივი ზრუნვა თანამშრომლების განვითარებაზე

შესასრულებელი სამუშაო:

** კომპანიის სოციალური ქსელის გვერდის მართვა;
** კომპანიის მოკლე და გრძელ ვადიანი მიზნებიდან გამომდინარე შესაბამისი ვიზუალური და ტექსტური კონტენტის/შინაარსის შექმნა;
** სოციალური მედია განთავსების გეგმის შედგენა;
** სოცმედიის აქტივობების სტატისტიკის ანალიზი;
** სოცმედიის აუდიტორიის სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა და შესაბამისად კონტენტის/შინაარსის კორექტირება;
** სოციალური მედია მარკეტინგის და სხვადასხვა პროექტების დაგეგმვა და მართვა;
** კონკურენტი კომპანიების ბაზრის მარკეტინგული კვლევა, შესწავლა და ანალიზი;
** თანამედროვე ციფრული მედიის ტრენდების, ახალი ტექნოლოგიებისა და პრაქტიკების გამოყენება;
** ფოტო- და ვიდეომასალების შექმნის ინიციირება და მართვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების პრიორიტეტული მიმართულებებია: ბიზნესის ადმინისტრირება, მენეჯმენტი, მარკეტინგი;
** ქართული ენის გამართულად ცოდნა, სასურველია ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** კომპიუტერული პროგრამები;
** FB meta business suit;
** Photoshop, Illustrator, Corel მსგავსი პროგრამების დამაკმაყოფილებელ დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები: ანალიტიკური აზროვნების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგზავნეთ მითითებულ მეილზე: bmm.vacancy@gmail.com . ვაკანტურ ადგილებზე თანამშრომლების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |