www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი
მომწოდებელი: დრესარიუმი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

კომპანია "დრესარიუმი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე.

კომპანია "დრესარიუმი" წარმოადგენს საცალო ვაჭრობის მაღაზიების ქსელს. კომპანიის პორტფელშია შემდეგი ბრენდები: Hackett, Lion of Porches, Pepe Jeans, Mayoral, Original Marines, Lascana.....

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის მარკეტინგული პოლიტიკისა, სტრატეგიის და მთლიანად მარკეტინგული ჯგუფის შექმნა-განვითარება-ფორმირება.
** კომპანიისა და ბრენდების მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა, აქტივობების კალენდრის გაკეთება, ბიუჯეტირება და განხორციელება
** ბაზრის მოთხოვნის ანალიზი
** ბრენდების და კომპანიის იმიჯის სწორ პოზიციონირებასა და განვითარებაზე ზრუნვა.
** სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება, კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება.
** ბრენდებისა სპეციფიკის კარგად შესწავლა და გაყიდვების გუნდთან ერთად გაყიდვების, სტრატეგიაზე მუშაობა.
** ბრენდების განვითარების, ბაზარზე ცნობადობისა გაზრდა
** ბრენდების სამიზნე ჯგუფის მუდმივი კვლევა, მომხმარებელთა ქცევის შესწავლა და კომუნიკაციის შესაბამისი სტრატეგიის წარმოება
** გაყიდვების სტიმულირებისთვის შესაბამისი მარკეტინგული ღონისძიებების/აქციების დაგეგმვა, განხორციელება და ანალიზი
** სოციალური ქსელების/პლატფორმების მართვის სტრატეგიის შემუშავება, ბიუჯეტირება და აღსრულების კონტროლი
** ვებ გვერდზე აქტივობების დაგეგმვა და ონლაინ გაყიდვების მარკეტინგული პოლიტიკის ჩამოყალიბება.

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება მარკეტინგის/ბიზნესის მართვის მიმართულებით,
** გამოცდილება მარკეტინგის მიმართულებით მინიმუმ 1 წელი,
** ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა,
** საოფისე პროგრამების ცოდნა,
** ანალიტიკური აზროვნების უნარი.

თუ მზად ხართ იმუშაოთ სწრაფად მზარდ კომპანიაში, განავითაროთ ბრენდები ქართულ ბაზარზე და შეიძინოთ პროფესიული გამოცდილება, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@dressarium.ge

გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება.

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |