www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრატორი, მიმღები განყოფ. მენეჯერი
მომწოდებელი: სასტუმრო კომორები ბაკურიანი რეზორტი
გამოქვეყნდა: 16 ნოემბერი / განცხადების ვადა: 16 დეკემბერი

სასტუმრო "კომორები ბაკურიანი რეზორტ" აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე:

1. ადმინისტრატორი

"კომორები ბაკურიანი" აერთიანებს ხუთი სხვადასხვა კატეგორიის 77 ნომერს. სასტუმროს ტერიტორიაზე არის ბარ-რესტორანი, საკონფერენციო სივრცე, ბავშვთა გასართობი სივრცე და სპა ცენტრი.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://komorebi.ge/
სამუშაო ადგილი: ბაკურიანი

ძირითადი მოვალეობები:

** ჯავშნის მიღება და პროგრამულად ასახვა
** მიღებული ჯავშნების კონტროლი ცდომილების თავიდან ასაცილებლად
** სასტუმროს ოთახის კატეგორიის, ფასის და აქციის შესახებ ინფორმაციის ქონა
** სტუმრის შესახებ მონაცემების პროგრამულად ასახვა
** სტუმრების მოთხოვნებზე სწრაფი და ეფექტური რეაგირება
** სატელეფონო ზარების მიღება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** MS Ofiice პროგრამების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** ოპერატიული.

2. მიმღები განყოფილების (დესკის) მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** მიმღების (Front Desk) მართვა
** სტუმრების პრობლემების დროული და ეფექტიანი მოგვარება
** მიმღების თანამშრომლების ხელმძღვანელობა - გრაფიკის შედგენა, სამუშაო ეფექტიანობის შეფასება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა, ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** MS Ofiice პროგრამების ცოდნა
** კომუნიკაბელურობა
** დეტალებზე ორიენტირებული
** თანამშრომელთა ეფექტური მართვის უნარი.

სამუშაო ადგილი: ბაკურიანი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@komorebi.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |