www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: Miniso
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

მაღაზიათა ქსელი "მინისო" მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი და ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად და წარმატებულ ბრენდად არის აღიარებული. "მინისოს" დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10, 000-ზე მეტი დასახელების ნივთს იტევს. "მინისო ჯორჯია" საქართველოში 2016 წლის დეკემბრიდან ოპერირებს და დღეის მდგომარეობით 21 მაღაზიით არის წარმოდგენილი.

"მინისო ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე თბილისსა და ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის ეფექტური მომსახურების გაწევა;
** პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობა;
** მიმდინარე აქციების შეთავაზება მომხმარებლისთვის;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის კონტროლი;
** პროდუქციის მიღებაში ჩართულობა;
** თაროებზე პროდუქციის განლაგება/მოწესრიგება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

** გუნდურობა;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;

სამუშაო პირობები:

** კვირაში 6 სამუშაო დღე;
** სამუშაო გრაფიკი: 8 საათი (ცვლებში), ერთი დღე მოკლე სამუშაო ცვლა;
** მზარდი ანაზღაურების სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მოქნილი საბონუსე სქემა;
** თანამშრომლებისთვის ფასდაკლება პროდუქციაზე.

თუ თქვენ გსურთ, იმუშაოთ მეგობრულ გარემოში და გქონდეთ კარიერული ზრდის პერსპექტივა, მაშინ გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე: career@miniso.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, სადაც გინდათ, რომ განიხილებოდეს თქვენი რეზიუმე.

ასევე შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ბმულზე: https://miniso.ge/career/გაყიდვების-კონსულტანტი/.

წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (CV) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |