www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: პოლიგრაფისტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 18 დეკემბერი

სს "პოლიგრაფსტი" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერის პოზიციაზე.

სს "პოლიგრაფისტის" საქმიანობის სფეროებია: პოლიგრაფია (1910 წლიდან), სარემონტო მასალებით ვაჭრობა (1994 წლიდან), საღებავების წარმოება (2001 წლიდან), საინვესტიციო საქმიანობა (2004 წლიდან), მშენებლობა (2005 წლიდან), ავეჯის წარმოება (2008 წლიდან), ლითონ ნაკეთობების წარმოება (2008 წლიდან). სს "პოლიგრაფისტი" 2005 წლიდან აქტიურად ნერგავს ხარისხის მართვის აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებს და მართვის თანამედროვე სისტემებს.

დამატებითი ინფორმაცია კომპანიაზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://poligrafisti.ge/

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ზ. გორგილაძის 91
** სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი 09:30-18:00; შაბათი:10:00-12:30)

ფუნქცია-მოვალეობები:

** დეტალების სამ ხედში და აქსონომეტრიული გეგმილის დახაზვა;
** არქიტექტურისა და დიზაინის ძირითადი კანონების და წესების გამოყენება;
** კომპეტენციის ფარგლებში დიზაინერის სხვა დავალებების, მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: დიზაინერი, არქიტექტორი.
** ArchiCAD, AutoCAD, Adobe Photoshop, MS Office, KitchenDraw (ან ლამინირებულ ავეჯზე სამუშაო მსგავსი პროგრამა) ცოდნა;
** სასურველია იცოდეს CorelDraw, 3Ds max, Vray, Adobe Illustrator, SKETCHUP, ავეჯის და ინტერიერის დიზაინის ტენდენციები და პერსპექტივები.

პიროვნული თვისებები:

** შემოქმედებითობა;
** კომუნიკაბელურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა;
** კეთილმოსურნეობა;
** შეეძლოს პრობლემის იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების მოძებნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგი ელფოსტის მისამართზე hr@poligrafisti.ge. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "დიზაინერი".

ტელ.: +995 599 36 06 00



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |