www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: დეგუსტო
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას წარმოების მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:

** სააღრიცხვო ბაზაში შეკვეთების გადამოწმება;
** სააღრიცხვო ბაზაში შესყიდვების გატარება;
** სააღრიცხვო ბაზაში სასაქონლო ზედნადებების გატარება;
** წარმოების შესაფუთი და სახარჯი მასალების კონტროლი;
** წარმოების დასუფთავების და სანიტარული ჟურნალის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მათემატიკური უნარები დამაკმაყოფილებელ დონეზე;
** MS excel საბაზისო დონეზე;
** მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება ოპერატორის ან რაიმე მსგავს პოზიციაზე;

პიროვნული უნარები:

** კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული და მოწესრიგებული;
** პედანტი, დეტალების მიმართ ყურადღებიანი.

სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:

** კვირაში 5 სამუშაო დღე, სამუშაო საათები: 9:30- 18:30;
** ხელფასი: 800-1000 ლარი (ხელზე ასაღები) + კვება + ბონუსი.

წარმოება ტერიტორიულად მდებარეობს ისანი-სამგორის რაიონში, კერძოდ, გრიგოლ ლორთქიფანიძის #12 ნომერში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@degusto.ge სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "წარმოების მენეჯერის ასისტენტი."

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 15 დეკემბერი.

"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |