www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: გურამ თავართქილაძის სახ. სასწავლო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / განცხადების ვადა: 30 დეკემბერი

შპს "გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი" აცხადებს აკადემიურ კონკურსს - უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გამოცხადდეს აკადემიური კონკურსი, აკადემიური თანამდებობის დასაკავებელად შემდეგი მიმართულებებით:

აკადემიური ნიშნით:

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

** პროფესორი (2 ვაკანტური ადგილი) - ინგლისური ფილოლოგია
** ასოცირებული პროფესორი (6 ვაკანტური პოზიცია) - ინგლისური ფილოლოგია
** ასისტენტ პროფესორი (3 ვაკანტური პოზიცია) - ინგლისური ფილოლოგია
** პროფესორი (1 ვაკანტური პოზიცია) - სინოლოგია Sinology
** ასოცირებული პროფესორი (3 ვაკანტური პოზიცია) - სინოლოგია Sinology
** ასისტენტ პროფესორი (3 ვაკანტური პოზიცია) - სინოლოგია Sinology

აკადემიური ნიშნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი საკონკურსო კრიტერიუმები.

ა. კანდიდატი პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
** პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
** პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;

ბ. კანდიდატი ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
** პირი, რომელსაც შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
** პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

გ. კანდიდატი ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნებს:

** დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;
** პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან არის მათი თანაავტორი;
** პირი, რომელსაც აქვს შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (იხ. დანართი N1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სასწავლო კურსების/კომპონენტის სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;

პროფესიული ნიშნით:

მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები

** პროფესორი (2 ვაკანტური პოზიცია) - ინგლისური ფილოლოგია
** ასოცირებული პროფესორი (6 ვაკანტური პოზიცია) - ინგლისური ფილოლოგია
** ასისტენტ პროფესორი (3 ვაკანტური პოზიცია) - ინგლისური ფილოლოგია
** პროფესორი (1 ვაკანტური პოზიცია) - სინოლოგია Sinology
** ასოცირებული პროფესორი (3 ვაკანტური პოზიცია) - სინოლოგია Sinology
** ასისტენტ პროფესორი (3 ვაკანტური პოზიცია) - სინოლოგია Sinology

პროფესიული ნიშნით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი საკონკურსო კრიტერიუმები.

ა. კანდიდატი პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ბ. ა) არანაკლებ 6 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); ბ.ბ)პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); ბ.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

ბ. კანდიდატი ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ბ.ა) არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე); ბ.ბ)პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში); ბ.გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება;
გ) შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

გ. კანდიდატი ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკონკურსო (საკვალიფიკაციო) მოთხოვნებს:

ა) არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
ბ) დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგი ნიშნებით:
ბ.ა) არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია, დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე);
ბ.ბ) პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში)
ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ქვემოთ მოყვანილი დოკუმენტაცია:

ა) განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით (იხ.დანართი N1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით);
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
ე) პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
ვ) საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
ზ) შესაბამისი სასწავლო კურსების/კომპონენტის სილაბუსები (ელექტრონული ვერსია);
თ) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ ცნობა;
ი) კონკრეტულ სფეროში პრაქტიკული, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე გადაირჩევა კონკურსანტთა დოკუმენტაცია, მეორე ეტაპზე ტარდება გასაუბრება/საჩვენებელი ლექცია.


აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა გამოაგზავნეთ დოკუმენტები ელფოსტაზე hr@gttu.edu.ge ან წარმოადგინეთ შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში.

** კონკურსის პირველი ეტაპი ჩატარდება არაუგვიანეს 2023 წლის 9 იანვარს,
** მეორე ეტაპი ტარდება არა უგვიანეს 2023 წლის 12 იანვარს,
** კონკურსის შედეგები გამოცხადდება არა უგვიანეს 2023 წლის 16 იანვარს.
** კონკურსანტების მიერ სააპელაციო განცხადებების წარდგენის ვადაა 2023 წლის 17 იანვრიდან, 19 იანვრის ჩათვლით.
** კონკურსის საბოლოო შედეგები, აპელაციის გათვალისწინებით განისაზღვრება 2023 წლის 27 იანვარს;

კონკურსანტთა საბუთების მიღება იწარმოებს 20 დეკემბრიდან, 30 დეკემბრის ჩათვლით.

აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველებმა გამოაგზავნეთ დოკუმენტები ელ ფოსტაზე hr@gttu.edu.ge ან წარმოადგინეთ შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის კანცელარიაში.

სრული ინფორმაციისთვის ეწვიოთ უნივერსიტეტის ვებ-გვერდს: http://gttu.edu.ge/

შპს გურამ თავართქილაძის სახელობის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |