www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: ჯინო ფერედაისი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

"Gino Paradise" მულტიფუნქციური, გასართობი - სპორტულ - გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომელიც აკვაპარკს, სპა და ველნეს სივრცეს, ფიტნეს დარბაზს, კვების რამდენიმე ობიექტსა და მინი სასტუმროს აერთიანებს.

"Gino Paradise" 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყოველწლიურად, ოთხივე სეზონზე მასპინძლობს დასვენების, გართობისა და გაჯანსაღების მსურველებს. ის აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი უდიდესი, ხოლო ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აკვაპარკია.

"Gino Paradise" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ, #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** აკვაპარკის ტერიტორიაზე არსებული შენობა-ნაგებობების (ტექნიკური, ელექტრო და ქიმიური სათავსოების/ოთახების) პერიოდული ვიზუალური დათვალიერება
** აკვაპარკის ტერიტორიის მუდმივი ვიდეო-მონიტორინგი
** სახანძრო სისტემების მუდმივი მონიტორინგი
** შენობა-ნაგებობების შემოწმების შემდგომ სპეციალურ ჟურნალში აღრიცხვა
** სტუმრებთან კომუნიკაცია და საჭიროების შემთხვევაში დახმარება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უსაფრთხოების სამსახურში მუშაობის გამოცდილება
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა

საჭირო პიროვნული უნარები:

** კარგი კომუნიკაციური უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობიანობა
** ორგანიზებულობა
** დროის მართვის უნარი

დაინტერესებულებს კომპანია სთავაზობს:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** დამატებით ბენეფიტებს (კომპანიის სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა)

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელმისამართზე: hr@ginoparadise.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 599880990.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |