www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების ჯგუფ. ხელმძღვანელი, კორპორაც. გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Salenews.ge
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 10 დეკემბერი

2022 წელს შეიქმნა "წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაცია" (SGBA), რომლის მთავარი მიზანია ერთ სივრცეში გააერთიანოს მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესი. მისი ერთ-ერთი პლატფორმა არის "Salenews.ge" (სპეციალური შეთავაზებების ერთიანი სივრცე)

"Salenews.ge" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე და კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

1. გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიული გეგმის შემუშავება და სამუშაო პროცესის კონტროლი;
** პოტენციური და არსებული კომპანიების ბაზების ფორმირება და ანალიზი;
** კომპანიის ყოველთვიური გეგმის შესრულება;
** შესრულებული სამუშაოს პროცესის ყოველდღიური რეპორტინგი, მენეჯმენტთან;
** გუნდის მართვის, მოტივაციის, განვითარების ეფექტური სისტემის შემუშავება და დანერგვა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიციაზე;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
** უცხო ენების ცოდნა, პრიორიტეტულია ინგლისური და რუსული ენები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მიზანდასახული;
** კომუნიკაბელური;
** შედეგზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარის მქონე;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარის მქონე;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარის მქონე;
** პასუხისმგებლობიანი;
** პუნქტუალური.

2. კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი;
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 40 სამუშაო საათი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პოტენციური კლიენტების მოძიება;
** შეხვედრების ორგანიზება და პრეზენტაციების ჩატარება;
** გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება პოტენციურ კომპანიებთან;
** ხელშეკრულებების გაფორმების პროცესების მართვა;
** მენეჯმენტთან ყოველდღიური რეპორტინგი;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel, MS PowerPoint);
** უცხო ენების ცოდნა, პრიორიტეტულია ინგლისური და რუსული ენები.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და შესრულების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის ეფექტური განაწილების უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგი ელფოსტის მისამართზე: bmm.vacancy@gmail.com. გთხოვთ დანიშნულებაში მიუწერეთ შესაბამსის ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |