www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: მიჰაუსი
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 15 დეკემბერი

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარის პოზიციაზე.

დღის განმავლობაში თქვენი საქმე იქნება:

** მომხმარებლისთვის საუკეთესო სერვისის შეთავაზება, სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
** სასიამოვნო გარემოს შექმნა როგორც გუნდის წევრებისთვის, ასევე მომხმარებლებისთვის;
** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წესების სრული დაცვით წარმოება;
** შეკვეთების სისტემური ფორმირება;
** პროდუქციის რეალიზაცია და საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ატვირთვა;
** სამუშაო სივრცის სისუფთავე და მოწესრიგებულობა.

შენგან ჩვენ გვჭირდება:

** ჩვენთვის ნებისმიერი განათლება მისაღებია;
** მსგავსი ტიპის ჰიპერმარკეტში მუშაობის გამოცდილება - ძალიან სასიამოვნო იქნება;
** 1C პროგრამაში მუშაობის გამოცდილება.

ჩვენ ამ პოზიციაზე გვჭირდება:

** პრეზენტაბელურობა და ორგანიზებულობა;
** აქტიურობა და სისწრაფე;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე და შედეგზე ორიენტირებულობა;
** განვითარებაზე კონცენტრირებულობა;

პირობები:

** კომპანია უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევას.
** ჩვენ კი გთავაზობთ ძალიან მეგობრულ, ადამიანურ, საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამსახურს.

თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენ გთავაზობთ:

** საინტერესო გამოწვევებით და პროფესიული ზრდის შესაძლებლობით მდიდარ სამუშაო გარემოს;
** მუშაობისათვის კომფორტულ პირობებს;
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** შესაბამის ანაზღაურებას ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (პორტფოლიო სასურველია) არაუგვიანეს 2022 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე: hr@mihouse.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

კომპანია იტოვებს უფლებას, შეინახოს თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია და რეზიუმე გამოიყენოს დასაქმების მიზნით არაუმეტეს 2 წლისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩევის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |