www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: შრომის უსაფრთ. და გარემოსდაცვითი ტექ. პროგრამის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია
გამოქვეყნდა: 22 ნოემბერი / განცხადების ვადა: 22 დეკემბერი

შპს "ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემია" აცხადებს პროფესიული განათლების მასწავლებლის (პროგრამის განმახორციელებელი) ვაკანსიას შრომის უსაფრთხოება და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე.

განსახორციელებელი მოდულები:

** ანატომიის საფუძვლები;
** გარემოს დაცვა და კლიმატური გამოწვევები;
** გარემოს დაცვის საფუძვლები;
** გარემოს დაცვის მენეჯმენტი;
** გარემოსდაცვით საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დაგეგმვა;
** ელექტრო და სახანძრო უსაფრთხოება;
** მენეჯმენტის საფუძვლები;
** ნარჩენების მართვა;
** სამუშაო აღჭურვილობის საფრთხეებისა და რისკის კონტროლი;
** საფრთხეებისა და რისკების კონტროლი სამუშაო (დასაქმების) ადგილზე;
** საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაზიანების საფრთხეები და რისკის კონტროლი;
** ტრანსპორტის უსაფრთხოება და რისკის კონტროლი;
** ფიზიკური და ფსიქოლოგიური დაზიანების საფრთხეების და რისკის კონტროლი;
** ფსიქოლოგიის საფუძვლები;
** ქიმიური და ბიოქიმიური საფრთხეები და რისკის კონტროლი;
** წყლის და ჰაერის დაბინძურება;
** ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი რეგულაციები და სტანდარტები;
** ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: დარგის შესაბამისი უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება, ან/და დარგში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება;

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამ (ებ)ის შემუშავებისა და სრულყოფის პროცესში მონაწილეობა;
** სამართლიანი, გამჭვირვალე და ვალიდური განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასებების ორგანიზება და ჩატარება;
** სწავლების დასაწყისში პროფესიული სტუდენტებისათვის საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის შინაარსის გაცნობა;
** პროფესიული სტუდენტისთვის ხარისხიანი სწავლება და შეფასება, მოდულით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად;
** შიდა მარეგულირებელი წესების დაცვით შეფასების ინსტრუმენტების მომზადება, კორექტირება, განახლება, ასევე სტუდენტთა შეფასების პროცესის უზრუნველყოფა, შეფასება და შეფასების პროცესში მომზადებული მტკიცებულებების გადაცემა სასწავლო პროცესის სამსახურის თანამშრომლებისათვის;
** დადგენილ ვადებში შეფასების უწყისის წარმოება და გადაცემა სასწავლო პროცესის სამსახურის თანამშრომლებისათვის, პერსონალური მონაცემების დაცვით პროფესიული სტუდენტებისათვის შეფასების შედეგების გაცნობა;
** მონაწილეობა ვალიდაციის ან/და ვერიფიკაციის პროცესში (ინტერესთან კონფლიქტის დაცვით);
** მეცადინეობისთვის აუცილებელი თვალსაჩინო მასალის მომზადება;
** საგანმანათლებლო პროგრამის/მოდულის კალენდარული გეგმის მომზადება/განახლება დაწესებულების მარეგულირებელი წესების დაცვით;
** პროფესიულ სტუდენტთა ინტელექტუალურ სრულყოფასა და განვითარებაზე ზრუნვა, ხელშეწყობა პროფესიული სტუდენტის სოციალიზაციის, სამოქალაქო, პიროვნული კულტურისა და ღირებულებების ჩამოყალიბება, პროფესიული აუცილებელი უნარ-ჩვევების დაუფლებასა და გამომუშავებაზე;

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ. თბილისი, წერონისის ქ. N208/ქ. თბილისი, ც. დადიანის ქ. N28
სამუშაო საათები: შეთანხმებით

კონკურსის ეტაპები:

1) საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით მიღებული განაცხადების გადარჩევა;
2) შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: btaedu5@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |