"გუდვილი" აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი
გრაფიკი: ადმინისტრაციული
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომერციული სამსახურის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საქმიანი ურთიერთობების წარმოება ადგილობრივ და უცხოურ პარტნიორებთან და მომწოდებლებთან;
** სასაქონლო ჯგუფების მიხედვით პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკური ანალიზის სისტემატური ანალიზი;
** ახალი მომწოდებლების მოზიდვა და მოლაპარაკებების წარმოება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ;
** საფასო პოლიტიკის კონტროლი; კონკურენტების ფასების კონტროლი;
** ახალი პროდუქციის ხარისხის, მომწოდებლის ფასისა და სარეალიზაციო ფასის შემოწმება პროდუქციის გაყიდვაში მიღებამდე;
** ყოველთვიური, სეზონური და სადღესასწაულო გაყიდვების დაგეგმვა;
** სხვა სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მომხმარებელთა ახალი მოთხოვნების გამოვლენა/დამუშავება;
** რთულად რეალიზებადი პროდუქციის გამოვლენა და გაყიდვების სტიმულირება;
** საქონლის ნაშთების კონტროლი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკისა და ფინანსების სპეციალობით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების ფლობა (აუცილებელია);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ფლობა.
დამატებითი ინფორმაცია:
კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს გაივლიან შერჩევის შემდეგ ეტაპებს:
** პირველადი გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სამსახურთან;
** საბოლოო გასაუბრება კომერციული დირექტორთან`
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: hrg@goodwill.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "კატეგორიის მენეჯერი".
გისურვებთ წარმატებას!