საინვესტიციო კომპანია "Helix Nebula Capital" ინტერნეტ მაღაზიისთვის Citrus.ge აცხადებს ვაკანსიას უმცროსი შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ადგილობრივ ბაზარზე.
სამუშაო პირობები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ანაზღაურება: 1000 ლარი (ხელფასი + ბონუსი)
** სრული სამუშაო განაკვეთი: 11:00 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათს - 14:00 საათამდე; შესვენება 1 საათი (დასვენების დღე კვირა).
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიურად შეკვეთების მიხედვით პროდუქციის მარაგების შემოწმება
** ყოველდღიურ შეკვეთებზე მომწოდებლებთან პროდუქციის შესყიდვა და კომპანიის შიდა კურიერებისთვის ინფორმაციის გადაცემა, შესყიდვების უფროსი სპეციალისტის დავალების შესაბამისად
** შესყიდვების განხორციელებამდე ასაღები ფასების კონტროლი
** კომპანიის მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ მისი შევსება;
** ყოველდღიურად გასაცემი ნივთების რეესტრის მიხედვით შესყიდვების ფაილის მომზადება
** კომპანიის მომწოდებლებთან აქტიური კომუნიკაცია, მათ შორის საჭიროებისამებრ შესყიდვების ინვოისების მოთხოვნა
** ყოველდღიური აქტიური კომუნიკაცია ქოლ-ცენტრის ოპერატორებთან საოპერაციო დეპარტამენტის მიმართ არსებულ საკითხებზე.
** ქოლ-ცენტრის საჭიროების საფუძველზე პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მოძიება-გაცემა
** კომპანიის შიდა კურიერებთან აქტიური კომუნიკაცია; ყოველდღიურად მათი მარშრუტის დაგეგმვა/გაცნობა უფროს სპეციალისტთან ერთად
** ამანათების თრექინგის კონტროლი
** ყოველდღიური შედარება და რეპორტინგი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** ლოჯისტიკის, შესყიდვების მიმართულებით, ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება
** CRM თან მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო ცოდნა
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Microsoft Office)
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: join@citrus.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.