www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების აღმასრულებელი
მომწოდებელი: City Hotels
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

სასტუმროების ქსელი "City Hotels" თბილისში, რომელიც აერთიანებს პრემიუმ კლასის სასტუმროებს "City Avenue" და "Tbilisi Chambers Trademark Collection By Wyndham"- აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აღმასრულებლის პოზიციაზე.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტურიზმის მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
** სასტუმროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ორგანიზებული, აქტიური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი.

მოვალეობები:

** გაყიდვების სტრატეგიისა და გეგმის გუნდთან ერთად შემუშავება და განხორციელება;
** კომპანიებისა და პარტნიორების მოზიდვა, სპეციალური შეთავაზების მომზადება;
** არსებულ და პოტენციურ მომხმარებელთან სატელეფონო ზარებისა და ვიზიტების განხორციელება;
** შეხვედრების დაგეგმვა, პრეზენტაციების ჩატარება, ხელშეკრულების გაფორმება და შემდგომი კომუნიკაცია.
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების განვითარება და განახლება;
** გაყიდვების გუნდთან ერთად თანამშრომლობა, ახალი იდეების გენერირება და განხორციელება;
** გაყიდვების სტიმულირება და ბრენდის ცნობადობის ამაღლებაზე ზრუნვა;

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კვებით უზრუნველყოფას;
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს;
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

"City hotels"-ის სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე - https://www.cityhotels.ge

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@cityhotels.ge და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა არ მოხდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |