საკონსულტაციო კომპანია "PB Services" აცხადებს კლიენტ მენეჯერი/კონსულტანტის ვაკანსიას.
კომპანია წლებია თავის არარეზიდენტ კლიენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის იურიდიულ მხარდაჭერას და ბიზნეს გადაწყვეტილებებს. კომპანია თავის კლიენტებს სთავაზობს საკონსულტაციო, კომერციულ, საბუღალტრო, და სხვ. სერვისებს.
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** ინგლისურენოვანი პოტენციური კლიენტისთვის კომპანიის სერვისების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** კლიენტებთან სისტემატური კომუნიკაცია თანამშრომლობის ყველა ეტაპზე;
** კლიენტისთვის სახელმწიფო სერვისების მიღებაში დახმარება, საჭირო დოკუმენტაციების და ცნობების მომზადებაში დახმარება;
** სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან ურთიერთობის წარმოება კომპანიის კლიენტების მომსახურების პროცესში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** სამუშაო გამოცდილება
** წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის გამოცდილება
** კიდევ ერთი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
პიროვნული თვისებები:
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი
სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის და სამუშაო გამოცდილებიდან გამომდინარე, ფიქსირებული ხელფასის გარდა გთავაზობთ კონკურენტულ საბონუსე სისტემას.
ინგლისურენოვანი CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@pbservices.ge. წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კლიენტ მენეჯერი/კონსულტანტი".