www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: ბაზარი ორბელიანზე
გამოქვეყნდა: 6 იანვარი / განცხადების ვადა: 6 თებერვალი

"ბაზარი ორბელიანი" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 50-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.

გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე!

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კვირაში - 5 დღე, დღეში - 8 სთ).
ანაზღაურება: საათში - 4.8 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ჭურჭლის დარეცხვა-დასუფთავება;
** სამზარეულოში სისუფთავის ნორმების დაცვა/კონტროლი სტანდარტების მიხედვით;
** ჭურჭლის სარეცხის მანქანის მუშაობის უზრუნველყოფა და ჰიგიენის ნორმების დაცვა, სუფთა გარემოს შენარჩუნება;
** ყველა აღჭურვილობის, ინვენტარის წმენდა/რეცხვა/სისუფთავის შენარჩუნება;
** ნარჩენების გატანა;
** სარეცხი საშუალებების გამოყენება ინსტრუქციის მიხედვით;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 591504452 ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@bazari.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |