შპს "AWARD" აცხადებს დამწყები არქიტექტორის ვაკანსიას.
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს ქ. N2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 750 ლარი
მოვალეობები:
** სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაგეგმარება და დაპროექტებაში მონაწილეობის მიღება (ძირითადი ობიექტები წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორების დაგეგმარება-პროექტირებას);
** საშემსრულებლო ნახაზების მომზადება;
** სამშენებლო ობიექტზე საჭირო საპროექტო ზომების აღება და შესაბამისი ნახაზების შექმნა-მომზადება;
** სხვა ზემდგომი პირებისგან დავალებების შესრულება კომპიუტერულ პროგრამებში;
პროფესიული მოთხოვნები: პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCad, Lumion და ა.შ ფლობა, Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს პორტფოლიო და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.esebua@award.ge
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 15/02/2023.
გისურვებთ წარმატებას!