www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საოპერაციო მენეჯერი
მომწოდებელი: ფინბიურო
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 12 თებერვალი

"ფინბიურო" სასესხო ვალდებულებების მართვის სფეროში მუშაობს 2015 წლიდან. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულება სუბიექტების ეკონომიკური გაჯანსაღებაა, ამ მიზნით შეისყიდის სასესხო პორტფელებს ბანკებისა და მიკროსაფინანსოებისგან. "ფინბიურო" აერთიანებს 17 ფილიალსა და 800-ზე მეტ თანამშრომელს.

"ფინბიურო" აცხადებს ვაკანსიას საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროგრამულად საოპერაციო პროცესების მართვა და კონტროლი;
** მონაცემების ანალიზი;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული დამატებითი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საფინანსო სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** MS Office სრულყოფილი ცოდნა;
** საკომუნიკაციო ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული უნარები:

** დამოუკიდებლად მუშაობის და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
** ინიციატივებისა და ახალი იდეების შემუშავება/დანერგვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** გუნდის მართვის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დელეგირების უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@finbureau.ge და სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საოპერაციო მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "ფინბიურო"-სათვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "ფინბიურო"-ში შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "ფინბიურო"-სათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს "ფინბიურო"-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |