კომპანია მიკროსაფინანსო ორგანიზაცია შ.პ.ს. "ექსპრეს კაპიტალ +" აცხადებს ვაკანსიას პრომოუტერ ინკასატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ბათუმი
პოზიციის მიზანი: კომპანიის მსესხებლებთან ვიზიტი, შესაბამისი აპლიკაციით გადასახადის გადახდევინება, ბიზნესის მონიტორინგი. ასევე, პარალელურ რეჟიმში ინკასაციის მიმდებარე ტერიტორიაზე პოტენციური მსესხებლებზე კომპანიის პროდუქტის წარდგენა ახალი მსესხებლების მოზიდვის მიზნით.
ანაზღაურება და სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 500 ლარი + 5 ლიტრი საწვავი დღეზე ასევე, ყოველი მოზიდულ ახალი მსესხებელზე დამატებითი ბონუსი.
** გრაფიკი: 10:00-18:00 საათამდე სტაჟირების პერიოდში
** სტაჟირების შემდეგ სამუშაო გრაფიკი თავისუფალი, ინდივიდუალურად შეთანხმებული
P.S. 20 ახალი მსესხებლის მოზიდვის, წარმატებული თანამშრომლობის შემთხვევაში შეთავაზებული იქნება საკრედიტო ოფიცრის თანამდებობა, შესაბამისი გაზრდილი ანაზღაურებით.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მსესხებლების ადგილზე მომსახურება, ინკასაცია;
** ფულის დათვლა;
** კლიენტის ბიზნესის მონიტორინგი;
** ახალი მსესხებლების მოზიდვა;
სავალდებულო მოთხოვნები:
** ვინდოუსის საბაზისო დონეზე ცოდნა
** მართვის მოწმობა - B კატეგორია და შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვის გამოცდილება
** ავტომობილის ფლობა
უნარები:
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** სამუშაოს ორგანიზება
** სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@numus.ge და გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ინკასატორი - თბილისი". სათაურის გარეშე გამოგზავნილი CV არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!