www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: ბარკონი
გამოქვეყნდა: 12 იანვარი / განცხადების ვადა: 11 თებერვალი

გარე გათბობისა და გაგრილების კომპანია "ბარკონი" ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს კონსულტანტის პოზიციაზე, "სითი მოლის" ახალი ფილიალისთვის.

კომპანიის შესახებ მეტ ინფორმაცია იხილეთ: https://barcon.ge/ https://www.facebook.com/BarconLLC/

სამუშაო გრაფიკი: სრული (ცვლებში)
სამუშაო ადგილი: თბილისი, სითი მოლი (საბურთალო)
ანაზღაურება: 700 ლარი + ბონუსი

მოვალეობები:

** გაყიდვების სტიმულირება,
** კლიენტებისთვის დეტალური კონსულტაციის გაწევა პროდუქციის შესახებ,
** სალარო აპარატთან მუშაობა,
** მარაგების კონტროლი,
** სტენდის ვიზუალურ მხარეზე ზრუნვა,
** სათავო ოფისთან კომუნიკაცია.

როგორი უნდა იყოს ჩვენი გუნდის ახალი წევრი?

** კომუნიკაბელური;
** პასუხისმგებლობიანი;
** ჰქონდეს გამოცდილება საცალო გაყიდვების მიმართულებით;
** ფლობდეს ქართულ ენას სრულყოფილად, ასევე ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
** ფლობდეს საოფისე პროგრამებს საბაზისო დონეზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: sales@barcon.ge და წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (კონსულტანტი). დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |