აუდიტორული კომპანია "TMC" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად სამორინეს საბუღალტრო აღრიცხვაზე.
სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: თბილისი, საბურთალოს რაიონი.
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-დან 19:00 საათამდე;
ჯანმრთელობის დაზღვევა;
ანაზღაურება: დარიცხული 3750 ლარი.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსების მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ბუღალტრული პროგრამა ORIS-ს ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, MS Excel-ის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.
აუცილებელი უნარები:
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
** გუნდური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:
** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და ანგარიშგება/დეკლარირება სტანდარტების დაცვით;
** საგადასახადო ორგანოებში, დეკლარაციებისა და სხვა საჭირო ანგარიშგებების შედგენა და მათი წარდგენა კანონმდებლობით გათვალისწინებული პერიოდულობით;
** ხელფასების და გადასახადების კალკულაცია, საპენსიო ფონდში დეკლარირება;
** კომპანიის შიდა პირველადი დოკუმენტების შექმნა, და კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად დამუშავება;
** სხვა მოვალეობების შესრულება, რომლებიც გამომდინარეობს კომპანიის ბუღალტრის საქმიანობიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.მისამართზე: info@tmcgeorgia.com და Subject- ში მიუთითოთ ამ ვაკანსიის დასახელება "მთავარი ბუღალტერი" - წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. ვაკანსიით დაინტერესებული კანდიდატები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე. გასაუბრებისთვის განიხილებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომელთა რეზიუმე უპასუხებს სავაკანსიო მოთხოვნებს.