კვების ობიექტი - "DIP" აცხადებს ვაკანსიებს დამხმარე მზარეულის და ადმინისტრატორის პოზიციებზე.
კონცეფცია გულისხმობს სნექების და აპეტაიზერების ბოქსებში განთავსებას, სოუსებთან ერთად თემატიკების მიხედვით - ლუდის, არყის, ღვინის და ა.შ. დამატებით ობიექტზე იწარმოება სოუსები. ობიექტი მუშაობს მხოლოდ გატანაზე.
1. მზარეული (განიხილება დამწყები მზარეულიც)
მოვალეობები:
** შეფთან ერთად კონცეფციის მიხედვით სნექების, აპეტაიზერების და სოუსების მომზადება;
** მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა;
** პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
** პროდუქციის დათარიღება და სწორად შენახვა.
მოთხოვნები:
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდში მუშაობის უნარი.
რას გთავაზობთ:
** სრულიად ახალ კონცეფციაზე მუშაობას, რომელიც ბაზარზე ჯერჯერობით არ არსებობს;
** თავისუფალ, მეგობრულ და ახალგაზრდულ გარემოს;
** კარიერულ ზრდას და განვითარებას კომპანიასთან ერთად;
** მზადყოფნას და მხარდაჭერას ყველანაირ ახალ იდეაზე.
გრაფიკი: შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით + საბონუსე სისტემა
2. ადმინისტრატორი
მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება, პროგრამაში გატარება და აღრიცხვა;
** მიღებული შეკვეთების დამზადების დროის კონტროლი, შეფუთვა და კურიერისთვის გადაცემა;
** გამოძახების სერვისებთან ურთიერთობა;
** მომხმარებელთან კომუნიკაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ გუნდში მუშაობას;
** კვებას;
** ტრანსპორტირებას ღამის საათებში.
გრაფიკი: ორშ/სამშ/ოთხშ/ხუთშ 16:00-01:00 პარასკ/შაბ/კვ 16:00-02:00 . დასვენება - კვირაში 1 დღე
ხელფასი: შეთანხმებისამებრ
ლოკაცია: თბილისი, შანხაის ქუჩა, ო.ლორთქიფანიძის N34
დაინტერესებულმა მზარეულებმა გთხოვთ, გადმოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: Dip-all@outlook.com
მობ.: 555 96 67 67
მადლობა წინასწარ!