შპს "AWARD" აცხადებს უფროსი არქიტექტორის ვაკანსიას.
მუდმივი სამუშაო ადგილი: თბილისი, მარი ბროსეს ქ. N2
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1500 ლარი
მოვალეობები:
** სამოქალაქო დანიშნულების ობიექტების დაგეგმარება და დაპროექტება (ძირითადი ობიექტები წარმოადგენს გამწვანებული ტერიტორიების დაგეგმარება პროექტირებას);
** მუშა ნახაზების შექმნა;
** საშემსრულებლო ნახაზების მომზადება;
** მომზადებული დიზაინის/პროექტის გადახედვა და საჭიროების შემთხვევაში მისი კორექტირება;
** არქიტექტურულ დიზაინთან და მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის უზრუნველყოფა;
** განსახორციელებელი პროექტების შესახებ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკება;
** პროექტის ფარგლებში ტექნიკური საკითხების მართვა;
პროფესიული მოთხოვნები: პროფესიული კომპიუტერული პროგრამების: ArchiCAD, AutoCad, Lumion და ა.შ ფლობა. Revit-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ენერგიულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენ მიერ შესრულებული სამუშაოს პორტფოლიო და CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: k.esebua@award.ge.
შენიშვნა: არ გამოგრჩეთ სათაურის ველში ვაკანსიის დასახელების მითითება. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15/02/2023
გისურვებთ წარმატებას!