შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას ახალი მშენებლობების ხარისხის მართვისა და კონტროლის სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
ძირითადი მოვალეობები:
** პირველადი გაზმომარაგების დაწყების შესახებ განაცხადების ვადების კონტროლი;
** გაზგამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოების დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვა სემეკის ელექტრონულ ჟურნალში;
** ლუქების და მკაცრი აღრიცხვის აქტების მოძრაობის კონტროლი;
** საპასუხო წერილების პროექტების მომზადება;
** სამუშაო პროცესთან დაკავშირებული ელექტრონული ბაზების წარმოება;
** დოკუმენტაციის სისტემატიზაცია, აღრიცხვა და წარმოება.
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს: რეზიუმე ქართულ ენაზე (CV)
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!