www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი
მომწოდებელი: საქართველოს ფოსტა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

შპს "საქართველოს ფოსტა" ლოგისტიკის დეპარტამენტში აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლის პოზიციაზე.

ანაზღაურება: გაიცემა შესრულებული რეისის მიხედვით.

საბერძნეთის რეისი: 2300 ლარი;
იტალიის რეისი: 3100 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** ძირითად ფუნქცია-მოვალეობას წარმოადგენს, ამანათებისა და საერთაშორისო გზავნილების დადგენილი გრაფიკითა და მარშრუტით გადაზიდვა;
** კომპანიის ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა;
** ავტოსატრანსპორტო საშუალების გამართულობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მძღოლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** საერთაშორისო, C;E კატეგორიის, მართვის მოწმობა;
** კოდი 95 და ციფრული ტაქოგრაფის ქონა;
** საგზაო მოძრაობის წესების ცოდნა;
** ფიზიკური დატვირთვისა და სიმძიმის აწევის უნარი.

ძირითადი უნარ-ჩვევები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

კანდიდატთა შერჩევა:

** გასაუბრება;
** მოსამზადებელი ეტაპი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ან CV შემდეგი ელ.ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge. გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |