www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ცხელი ხაზის ოპერატორი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 13 იანვარი / განცხადების ვადა: 13 თებერვალი

კომპანია "გეფა" აცხადებს ვაკანსიას ცხელი ხაზის ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული

აუცილებელი უნარები:

** გამართული და დახვეწილი მეტყველება
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
** სტრესულ სიტუაციებში კონცენტრირებულად მუშაობის უნარი;
** სხარტი და ლოგიკურად აზროვნების უნარი;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და მოწესრიგებულობა;
** ლოგიკურად აზროვნების უნარი.

ძირითადი საქმიანობა:

** კომპანიის ცხელ ხაზზე შემოსული სატელეფონო ზარების მიღება;
** მომხმარებლისთვის დახმარების აღმოჩენა სტანდარტის შესაბამისად;
** შიდა მონაცემთა ბაზებთან მუშაობა;
** მომსახურების სტანდარტით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების ზუსტი დაცვა;
** კომპანიის შიდა პროცედურებისა და რეგულაციების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ მიცემული, მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული (სასურველია სამედიცინო/ფარმაცევტული) განათლება (განვიხილავთ სტუდენტსაც);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gepha.com, საგნის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ სს "გეფასთვის" მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |