შპს "თბილისი ენერჯი" აცხადებს ვაკანსიას სწრაფი რეაგირების სამსახურის (114) - ზეინკლის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** პროფესიული/უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით/ბუნებრივი გაზის სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება
** მართვის მოწმობა B კატეგორია (მექანიკური სატრანსპორტო საშუალების);
დამატებითი მოთხოვნები:
** საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
ძირითადი მოვალეობები:
** შემთხვევის ადგილის დათვალიერება სპეციალური აპარატურის გამოყენებით;
** ავარიული სიტუაციის სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება;
** გამანაწილებელ ქსელზე გაჟონვის აღმოფხვრა;
** გაზის მეურნეობის ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა მკაცრი დაცვა;
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
** რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
** მართვის მოწმობის ასლი;
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** მეგობრულ გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: ცვლები - 24 საათი, სამ დღეში ერთხელ
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge; vacancies@te.ge (ელფოსტის "subject" ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება).
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/ ან ჩვენი ოფიციალური ვებ-გვერდით https://www.te.ge
გისურვებთ წარმატებებს!