შპს "კომპანია ორბიტა" არის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც დაარსდა 1996 წელს და ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.
შპს "კომპანია ორბიტა" არის მსოფლიო და ადგილობრივი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში: VIVA, GEMO, MILLENIUM, MARETTI, MYMOTTO, BYOND, MAESTRO DE OLIVA, IBERICA, TURBO, TADIM, NATURELLA, MOROZOVA, ASTORIA, RYABA. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://WWW.ORBITA.GE
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 საათი
ანაზღაურება: 1200 - 1350 ლარამდე.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის უსაფრთხოდ და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტებში, გაწერილი მარშრუტის მიხედვით
** ობიექტებთან ურთიერთობა, პროდუქციის მითვლა ზედნადებში გაწერილი რაოდენობის მიხედვით
** მიწოდებული პროდუქციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელისთვის
** სავაჭრო ობიექტებში თავაზიანად მომსახურება
** მის სარგებლობაში მყოფი ავტომანქანის გამართული მუშაობა და ჰიგიენის კონტროლი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სასურველია
** მართვის მოწმობა (B კატეგორია, C სავალდებულოა) ავტომობილის ტარების მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილებით
** სამუშაო გამოცდილება დისტრიბუციის სფეროში
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა;
** დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge.
სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "კომპანია ორბიტა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს !