www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის საწყობის დამხმარე ოპერატორი
მომწოდებელი: ელიტ ელექტრონიქსი
გამოქვეყნდა: 16 იანვარი / განცხადების ვადა: 16 თებერვალი

სს "ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით "ელიტ ელექტრონიქსის" 18 მაღაზიას მოიცავს.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).

სს "ელიტ ელექტრონიქსის" ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

სს "ელიტ ელექტრონიქსი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის საწყობის დამხმარე ოპერატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის საწყობში, მაღაზიაში დალაგება ბრენდების, მოდელების მიხედვით;
** პროდუქციის მიღება ზედნადების საშუალებით და მათი დასაწყობება;
** მიღებული პროდუქციის დროული მიწოდება მაღაზიაში;
** პროდუქციის მიღების და გაცემის პროგრამული უზრუნველყოფა;
** გლოვოს და ი-ქომერსის შეკვეთების პროგრამული უზრუნველყოფა, პროდუქციის გამზადება და გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება;
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვიანი გამოცდილება.

პიროვნული მახასიათებლები:

** დეტალებზე ორიენტირებული;
** რიცხვების ანალიზი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: Jobsho@elitelectronics.ge გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი სათაურის ველში.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |