"IPS Trade" - არის IPS ჯგუფში შემავალი კომპანია, რომელიც სამშენებლო მასალების მწარმოებელი კომპანიების ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.
"IPS" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის პროდუქტების შესწავლა;
** პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზების მუდმივი განახლება და კონტროლი;
** ახალი კლიენტების მოძიება, მათთან კონტაქტის დამყარება და პროდუქტის შეთავაზება;
** კომპანიებისთვის პრეზენტაციების დაგეგმვა-ჩატარება;
** პოტენციურ კლიენტებთან ხელშეკრულების პირობების შეთანხმება და შემდგომში გაფორმების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** არსებულ კლიენტებთან ურთიერთობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა;
სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
სამუშაო პირობები:
ანაზღაურება: 2500 ლარიდან (ფიქსირებული ხელფასი 1800 ლარი + საბონუსე სისტემა)
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეების რაოდენობა: ხუთი
სამუშაო საათები: 10:00-19:00
ჩვენ გთავაზობთ:
** პიროვნული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** მეგობრულ და პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
** უცხოელი ექსპერტების ჩატარებულ ტრეინინგებს;
** მივლინებებს პარტნიორ კომპანიებში საზღვარგარეთ;
მისამართი: თბილისის, ჭავჭავაძის გამზ. 49დ, (0179)
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 16 თებერვალი, 2023 წელი.
თუ აკმაყოფილებთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ.მისამართზე: info@ipstrade.ge და გთხოვთ, წერილის სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.