"ალფა დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას რეპორტინგის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:00-18:00 სთ
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Excel მაღალ დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში არსებული სადაზღვევო პროდუქტებისა და პროცესების ცოდნა;
** ანალიტიკისა და რეპორტინგის სამსახურის სტრატეგიის დაგეგმვაში უშუალო მონაწილეობის მიღება;
** რეპორტინგის ფორმების შემუშავება, დანერგვა და არსებული ფორმების გაუმჯობესებაში მონაწილეობის მიღება;
** საანგარიშო პერიოდში მონაცემთა სიზუსტის უზრუნველყოფა;
** მონაცემების დამუშავება და რეპორტინგის წარმოება შესაბამისი ვადების გათვალისწინებით;
** წარმოებული ანგარიშის მიწოდება შესაბამის სამსახურებთან;
** გაყიდვების შედეგების დათვლა, შედეგებზე დაყრდნობით ბონუსების და საკომისიოების დაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
** შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი და ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტით მისამართზე: hralpha@alpha.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.