შპს "ელ+" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9 საათიდან 18 საათამდე
ანაზღაურება: გამომუშავებით, თვეში 900-1500 ლარამდე
ძირითადი მოვალეობები:
** სახანძრო და დაცვითი სიგნალიზაციის სისტემების, ავარიული განათების, შლაგბაუმებისა და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების მონტაჟი; (სასურველია)
** ელექტრო მოწყობილობების დამონტაჟება, ეფექტური ფუნქციონირებისა და დროული შეკეთების უზრუნველყოფა.
** ელექტრო ინჟინრისაგან მიღებული დავალებების შესრულება.
** ელექტრო სისტემების შემოწმება და კონტროლი, რათა მათი მუშაობის სტატუსი შეესაბამებოდეს სტანდარტს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ტექნიკური განათლება (სასურველია);
** სამუშაო გამოცდილება ელექტრიკოსის ან/და მსგავს პოზიციაზე (სასურველია);
** ელექტრო გაყვანილობის სისტემების ცოდნა (სასურველია);
** შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა.
უნარ-ჩვევები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა, შრომისმოყვარეობა;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2023 წლის 17 თებერვლის ჩათვლით რეზიუმე გამოგვიგზავნოთ მითითებულ მისამართზე: hr@elplus.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!