"betlive.club" ერთ-ერთი უმსხვილესი სლოტ კლუბების ქსელია საქართველოში, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კომფორტული და სასიამოვნო გარემოს შექმნა, როგორც თანამშრომლებისთვის ასევე მომხმარებლებისთვის.
"betlive.club" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
** ახალი პროდუქტების მომგებიანობის დათვლა და ანალიზი;
** კომპანიების ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
** ფინანსური რისკების შეფასება, ანალიზი;
** სხვადასხვა ტიპის ანალიტიკური რეპორტების მომზადება ყოველთვიურად;
** პროექტების ფინანსური მოდელების მომზადება;
** მონაცემების შეგროვება და ანალიზი სხვადასხვა ანგარიშების მოსამზადებლად;
** სხვა საჭირო რეპორტების მომზადება ხელმძღვანელებთან წარსადგენად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** ACC-ის პირველი დონეს ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანალიზი;
** საოფისე პროგრამები, Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** ანალიტიკური აზროვნება, კარგი კომუნიკაციის უნარი, პასუხისმგებლობა.
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: career@betlive.club და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.