სასტუმრო "Le Port-ში" გვესაჭიროება ენერგიული, პოზიტიური, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობიანი მიმტანი.
ძირითადი მოვალეობები:
** მოემსახუროს სტუმრებს სწრაფად და თავაზიანად, კვებისა და სასმელების მომსახურების სტანდარტების შესაბამისად;
** კვებისა და სასმელების მენიუს საფუძვლიანი ცოდნა, რომ შეძლოს სტუმრებისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
** კერძების შეთავაზება და მეტი გაყიდვების სტიმულირება;
** შეკვეთის აღებისას იყოს მაქსიმალურად ყურადღებით და სწორად მიიტანოს სტუმართან შეკვეთილი კერძი/სასმელი.
ძირითადი მოთხოვნები:
** კვებისა და სასმელების დეპარტამენტში მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთ წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.
უნარ-ჩვევები:
** გუნდური, ძლიერი კომუნიკაციის უნარითა და პასუხისმგებლობის შეგრძნებით;
** თავაზიანი, ღიმილიანი და კეთილგანწყობილი სტუმრების მიმართ.
გამოაგზავნეთ თქვენი CV ქართულ/ინგლისურ ენებზე: Tamar.meskia@redix.ge. გთხოვთ, საგნის ხაზში მიუთითოთ პოზიციის სათაური (მიმტანი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება. გაითვალისწინეთ, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
CV-ის განხილვის საბოლოო ვადაა 10 თებერვალი.
გაიგეთ მეტი ჩვენი სასტუმროს შესახებ, ეწვიეთ ჩვენს ვებ გვერდებს:
http://www.leport.ge/main/aparthotel
https://www.facebook.com/leportbatumi