www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 28 თებერვალი / განცხადების ვადა: 31 მარტი

კომპანია "ბი ჯგუფი" 2017 წლიდან წარმოადგენს, ბუღალტრული და ფინანსური სერვისების მომსახურების აუთსორს კომპანიას. ჩვენი გუნდი მხარდაჭერას უწევს ბიზნეს სექტორს საგადასახადო, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტის და ბიზნესის სწორი მართვის კუთხით. კომპანიის ასაკის მიუხედავად მალევე დავიმკვიდრეთ ადგილი მცირე და საშუალო ბიზნეს სექტორში და დღეისათვის რამდენიმე ათეულ კომპანიას ვუწევთ ზემოთ აღნიშნულ მომსახურებებს.

"ბი ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლვოვის 95
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (შესვენება 1 საათი)
ანაზღაურება განისაზღვრება კადრის კვალიფიკაციის მიხედვით

ძირითადი ფუნქციები:

** პირველადი დოკუმენტების შექმნა; კონტროლი, დაარქივება;
** საბანკო გადარიცხვების შესრულება;
** ყოველდღიური საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და პროგრამაში ასახვა;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმოება;
** ყოველთვიური და წლიური საგადასახადო დეკლარაციების მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა რელევანტური დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბუღალტერიის/ფინანსების მიმართულებით;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია ORIS პროგრამაში/ბალანსში მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ან რუსული ენა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** დეტალებისადმი ყურადღება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ახალ გარემოსთან მარტივად ადაპტირების უნარი;
** გაწერილ ვადებში მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად აპლიკანტის გამოცდილებიდან გამომდინარე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2023 წლის 31 მარტის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@begroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. გისურვებთ წარმატებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |