შპს "ინტელკომ ჯგუფი", ერთ-ერთი წამყვანი ქართული კომპანია ქსელური აპარატურის დისტრიბუციის სფეროში, მუშაობის 15 წლიანი გამოცდილებით, აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის ოპერატორის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00 (შესვენება 1 საათი)
შვებულება: 24 დღე
შრომის ანაზღაურება: 1000 ლარი თვეში
გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე (ანაზღაურება 800 ლარი)
კომპანია უზრუნველყოფს დასაქმებულს სამედიცინო დაზღვევით.
უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა
** დეტალებზე ორიენტაცია
** ფიზიკურად მუშაობის უნარი
მოთხოვნა: მართვის მოწმობა და ელექტროდამტვირთველზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
მოვალეობები:
** საწყობში შემოსული პროდუქციის ჩამოცლა, მითვლა და დასაწყობება
** მიღებული შეკვეთების მომზადება და გაცემა
** საწყობის რეგულარულ აღწერაში მონაწილეობის მიღება
** საწყობის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათთან ერთად ელფოსტაზე vacancy@intellcom.net და გზავნილის თემაში (Subject) აუცილებლად მიუთითონ "ლოჯისტიკის ოპერატორი".
გასაუბრება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.