"სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ფუნქცია-მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა;
** ბაზრის სეგმენტებად ჩაშლა. შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
** მარკეტინგული სტრატეგიის სხვადასხვა არხებად ჩაშლა;
** შემუშავებული სტრატეგიის შესაბამისად სხვადასხვა საკომუნიკაციო აქტივობის (პრესკონფერენციები, კონფერენციები, აქციები, ფორუმები, მრგვალი მაგიდები) დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი;
** მედიარელიზების, ანონსების, განცხადებების, ოფიციალური მიმართვების მომზადება ორგანიზაციაში არსებული სტანდარტის მიხედვით;
** ორგანიზაციის საქმიანობის გაშუქება და მონიტორინგი მედიაში;
** ორგანიზაციის საქმიანობისა და სერვისების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების მუდმივი ინფორმირება, პარტნიორებსა და კლიენტებთან კომუნიკაცია;
** უნივერსიტეტის სოციალური მედიის მართვა
** ინოვაციების კვლევა, მომხმარებლის კვლევა;
** სტრატეგიული მიზნების განხორციელება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, ბიზნეს ადმინისტრირების სფეროში;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში;
** ინგლისური ენის ცოდნა (B2);
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS office).
პიროვნული უნარები:
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
** ინიციატივის გამოვლენის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირება;
** ორგანიზებული;
** იდეების გენერირების უნარი.
შერჩევის ეტაპები:
** CV-ების გადარჩევა;
** გასაუბრება.
CV-ების მიღება იწარმოებს 10 აპრილის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@sabauni.edu.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).