"Asterbit" სს "ოპპა"- ს შვილობილი ახალი საერთაშორისო Software Development კომპანიაა, რომელიც ფინანსური ტექნოლოგიებისა და ენერგეტიკის ინდუსტრიის პროგრამულ გადაწყვეტილებებზეა ორიენტირებული. "Asterbit" მუშაობს როგორც საერთაშორისო, ისე ლოკალური ბაზრისთვის.
სს "ოპპა" ასევე ფლობს სწრაფი გადახდის ტერმინალების ბრენდს - PayBox (ფეიბოქსი), რომელიც 2007 წლიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს მრავალფეროვანი გადახდის სერვისებს.
"Asterbit" ეძებს გუნდის წევრს მანუალ ტესტერის პოზიციაზე. თუ გაინტერესებს თანამედროვე ტექნოლოგიები და საერთაშორისო პროექტებზე მუშაობა, ხარ სიახლეების მიმართ მოქნილი, გამოგვიგზავნე რეზიუმე და შემოუერთდი ჩვენს გუნდს.
პოზიციის მიზანია, უზრუნველყოს უცხოური ERP პროდუქტისათვის ტესტირება და პროდუქტის ხარისხის კონტროლი, ხარვეზების აღმოჩენა და მათი აღმოფხვრისთვის ეჯაილ გუნდთან კომუნიკაცია და თანამშრომლობა.
რისი გაკეთება მოგიწევს:
** სპრინტში შემავალი User story-ების და დავალებების გაანალიზება;
** ტესტირების სცენარების დასახვა;
** დეველოპმენტის პროცესში ფუნქციონალების ტესტირება;
** აღმოჩენილი პრობლემების აღწერა და რეპორტინგი;
** აქტიური კომუნიკაცია გუნდის წევრებთან;
** ფუნქციონალების რეტესტირება;
მნიშვნელოვანია გქონდეს:
** განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
აუცილებელი უნარები:
** ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისხარტე;
** როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ცვლილებების მიმართ მოქნილ სამუშაო პროცესებს;
** თანამშრომელზე და მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** კომფორტულ და თანამედროვე სამუშაო სივრცეს;
** განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას.
თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას "Asterbit"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართო ცხელ ხაზზე: 2 303 308.