www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სოციალური ინოვაციების პლატფ. აქსელერაციის პროგრ. მენტორი
მომწოდებელი: სოციალური ინოვაციების პლატფორმა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / განცხადების ვადა: 10 აპრილი

"სოციალური ინოვაციების პლატფორმა" (https://socialinnovation.ge/) კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (https://www.ctc.org.ge/) ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული ინოვაციური იდეების განვითარებას და მათ მხარდაჭერას.

სოციალური ინოვაციების პლატფორმა ინოვაციური და სამეწარმეო იდეების მხარდასაჭერად აქსელერაციის პროგრამის ამოქმედებას გეგმავს. აქსელერატორის ფარგლებში იგეგმება 60 - მდე მონაწილის გადამზადება-მენტორობა და 10 პროექტის ფინანსური მხარდაჭერა. აქსელერაციის პროგრამის პირველი ფაზა 2023, ხოლო მეორე ფაზა 2024 წელს გაიმართება. სოციალური ინოვაციების პლატფორმის პროგრამის მხარდამჭერია ჰეკს/ეპერ სამხრეთ კავკასია.

აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში სოციალური ინოვაციების პლატფორმა აცხადებს მენტორების შესარჩევ კონკურსს შემდეგი მიმართულებებით:

** ორგანიზაციის ოპერაციების მართვა;
** მარკეტინგი და მარკეტინგული კომუნიკაცია;
** ფინანსური მართვა.

მენტორის ფუნქცია-მოვალეობები:

** თემატური მოკლევადიანი ტრენინგ პროგრამის შემუშავება (გაზაფხული 2023);
** აქსელერატორში ჩართული ინოვატორებისთვის ტრენინგების ჩატარება (ზაფხული 2023, გაზაფხული 2024);
** აქსელერატორის პროგრამაში ჩართული პირების თემატური კონსულტირება და მხარდაჭერა.

წლის განმავლობაში 15-მდე საკონსულტაციო დღე (2023, 2024)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამის სფეროში (მარკეტინგი, ოპერაციების მართვა და ფინანსები) თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, რაც დასტურდება სათნადო კვალიფიკაციით, სერტიფიცირებით და სამუშაო გამოცდილებით (სულ მცირე 5 წელი);
** ფორმალური/არაფორმალური სწავლების, კონსულტირების პრაქტიკული გამოცდილება;
** სოციალური ინოვაციებისა და მეწარმეობის მხარდაჭერის სფეროში მუშაობის მოტივაცია და ინტერესი;
** კარგი საკომუნიკაციო და ლიდერობის უნარები.

დაინტერესებულმა პირებმა პროფესიული რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ ელფოსტის მისამართზე: vacancy@ctc.org.ge.

გთხოვთ, რეზიუმეში მიუთითოთ მინიმუმ 2 რეკომენდატორის სახელი გვარი, პოზიცია და საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნისას შესაბამის ველში (Subject) მიუთითოთ ის მიმართულება, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (ოპერაციული მენეჯმენტი, მარკეტინგი ან ფინანსები) წინააღმდეგ შემთხვევაში შესაბამისი კომისია ვერ განიხილავს თქვენს განაცხადს.

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადაა 3 აპრილი, 2023

გისურვებთ წარმატებას!

#გადაწყვიტეახლებურად #ახალიიდეებიგანვითარებისთვის



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |