www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებელი
მომწოდებელი: IGG - საქართველოს სადაზღვევო ჯგუფი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

შპს "აიჯიჯი ასისტანსი" აცხადებს ვაკანსიას მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროექტების ფარგლებში შესაფასებელი მატერიალური მოძრავი ქონების მდგომარეობის დადგენა;
** შეფასების დავალების განსაზღვრა და შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის მოკვლევა;
** შესაფასებელი ქონების ინსპექტირება;
** შესაფასებელ ქონებაზე ინფორმაციის შეგროვება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებლის სერტიფიკატი;
** სასურველია მართვის მოწმობა "ბ" კატეგორია;
** მოძრავი ქონების ბაზრის ტენდენციების და ფასების ცოდნა;
** ექსპერტ-შემფასებლად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის სტრუქტურირების უნარი;
** თვითგანვითარების უნარი;

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და გსურთ ჩვენს კომპანიაში მუშაობა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: assistance@igg.ge

თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ დასაქმების განხილვის მიზნებისათვის და არ მოხდება თქვენი თანხმობის გარეშე მესამე პირებთან გადაცემა.

გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მატერიალური მოძრავი ქონების შემფასებელი".

შენიშვნა: მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |