www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის დაფასოების საამქროს ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 14 მარტი / განცხადების ვადა: 14 აპრილი

სს "ნიკორა ტრეიდი" უმსხვილესი და სწრაფად მზარდი კომპანიაა, რომელიც რითეილ სექტორში 2000 წელს ერთი საფირმო ფილიალით გამოჩნდა და დღეს ორი წამყვანი ბრენდის - "ნიკორასა" და "ლიბრეს" 500-მდე სავაჭრო ფილიალს მართავს.

"ნიკორა ტრეიდი" - ეს გუნდია, რომელიც ქმნის წარმატების 23 წლიან ისტორიას. ჩვენ დღეს 7000-ზე მეტნი ვართ და ერთად ვქმნით კომპანიის ხვალინდელ დღეს.

თუ გაქვს სურვილი, გახდე პროფესიონალი გუნდის წევრი, გამოწვევები აქციო შენი განვითარების შესაძლებლობად და ჩვენთან ერთად შექმნა შენი წარმატების ისტორია, მაშინ დროა შემოგვიერთდე.

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის დაფასოების საამქროს ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის დაფასოების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** პროდუქციის დაფასოების პროცესის აღრიცხვა და მონიტორინგი და საჭიროებისამებრ, უშუალო ჩართულობა;
** დაფასოების პროცესის ოპტიმიზაციისა და საამქროს დატვირთვის ეფექტურობაზე ზრუნვა;
** დაფასოების პროცესის ყველა არსებული სტანდარტის დაცვით წარმართვისა და საბოლოო პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
** პროცესში არსებული პრობლემების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა;
** დანადგარების გამართულად მუშაობის კონტროლი და ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
** თანამშრომლებისათვის დღიური საქმიანობის ოპტიმალური გადანაწილება, მათი სამუშაო ცვლების განსაზღვრა და დაგეგმვა;
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს შეფასება და კონტროლი;
** საამქროს ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება და კონტროლი;
** საამქროში არსებული სანიტარული და სამეურნეო მარაგების კონტროლი;
** შრომის უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების კონტროლი;
** რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დაფასოების საამქროს მართვის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** გუნდის მართვის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დელეგირების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** სისწრაფე და მოქნილობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - jobs@nikoratrade.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროდუქციის დაფასოების საამქროს ხელმძღვანელი".

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |