"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ ვართ უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში. 26 წელია ვზრუნავთ სფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. "თეგეტას" მუდმივი ზრდა და განვითარება კი ჩვენი პროფესიონალების გუნდის მუშაობის ლოგიკური შედეგია.
ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების სრული ლოჯისტიკური ციკლის დაგეგმვა და კონტროლი;
** დოკუმენტაციის მოთხოვნა და დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა;
** მოლაპარაკებების წარმოება მომწოდებლებთან და სატრანსპორტო კომპანიებთან;
** მომწოდებელი კომპანიების პორტფელის კონტროლი, კრედიტორთა აღრიცხვა;
** კომერციული შეკვეთების მიღება-დამუშავება და მომწოდებელთან გადაცემა;
** ტრანსპორტირების პროცესის მართვა და კოორდინაცია;
** საბაჟო სამსახურის საჭირო დოკუმენტაციით უზრუნველყოფა;
** ყოველთვიური/წლიური ანგარიშსწორების გეგმის შედგენა და შემდგომი მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word; Excel; Outlook; PowerPoint).
პიროვნული უნარები:
** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი.
ჩვენ დაგახვედრებთ:
** პროფესიონალების გუნდსა და გარემოს, რომელშიც გექნება პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, მათ შორის ტრენინგების საშუალებითაც. შემოგთავაზებთ სამედიცინო დაზღვევას და რა თქმა უნდა, სხვადასხვა კორპორაციულ შეთავაზებებს.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge/tegeta-motors/detail-view?vacancyId=628
იმედია მალე შევხვდებით,
საუკეთესო სურვილებით, "თეგეტა"