საერთაშორისო ორგანიზაცია "ASBC", რომელიც სავაჭრო მარკის - "iSpace"-ის მფლობელია, აფართოებს კორპორატიულ დეპარტამენტს და აცხადებს ვაკანსიას
B2B გაყიდვების დეპარტამენტის ლიდერის თანამდებობაზე.
** კომპანია ASBC წარმატებით მუშაობს B2B ბაზარზე 25 წელზე მეტია
** კომპანია ASBC Apple-ის ოფიციალური პარტნიორია და აქვს Apple Premium Reseller სტატუსი
** ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი კომპანიები, როგორიცაა - Apple, Lenovo, Dell, HP, Logitech, Microsoft, Kaspersky, Jamf და სხვა.
** ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Apple პროდუქტების ექსპერტები ვართ და მზად ვართ გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა ყველას.
თუ თქვენ ეძებთ სამსახურს, სადაც გექნებათ საინტერესო გამოწვევები მიზნების მისაღწევად, სადაც მაღალი ტექნოლოგიებია და პროფესიონალთა გუნდი, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვის არის!
რას მიიღებთ ჩვენთან მუშაობის დაწყებით?
** თქვენ იმუშავებთ კომპანიაში, რომელიც საერთაშორისო ჰოლდინგის - ASBIS-ის ნაწილია, რომლის ოფისებიც მსოფლიოს 30 ქვეყანაშია წარმოდგენილი, ხოლო ბიზნესი 64 ქვეყანაში.
** თქვენ იმუშავებთ კომპანიაში, სადაც ფასდება თავად თანამშრომელი და აქვს კარიერული ზრდის შესაძლებლობა.
** თქვენ გექნებათ ინდივიდუალური ადაპტაციის პროგრამა, და თანადგომა სწავლების ყველა ეტაპზე
** Apple-ის სერტიფიცირებული ტრენერი დაგიგეგმავთ და ჩაგიტარებთ სხვადასხვა ტრენინგს პროგრამის მიხედვით, რომელიც კომპანია Apple-ის შედგენილია.
** თქვენ გექნებათ წვდომა სასწავლო პლატფორმასთან - ASBIS Academy & Library
** გექნებათ სამოტივაციო სისტემა, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ გამოიმუშაოთ დამატებითი ბონუსი, თქვენი ძალისხმევის შესაბამისად.
** თქვენ იმუშავებთ Apple-ის პროდუქტებით და გექნებათ ლიცენზირებული კორპორატიული პაკეტი Office 365.
** თქვენ გექნებათ ლოიალურობის კორპორატიული პროგრამა და დაზღვევა.
თქვენი მოვალეობა იქნება:
** B2B დეპარტამენტის მართვა
** დეპარტამენტის გეგმების დასახვა და შესრულების კონტროლი
** ბაზრის ანალიზი და მომხმარებელთა სეგმენტაცია
** მომხმარებელთა ბაზის გაფართოება
** სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა, რომელიც ორიენტირებული იქნება გაყიდვების ზრდაზე
** თვის და კვარტლის შემაჯამებელი რეპორტების მომზადება
** დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის შექმნა და თანამშრომელთა მოტივაცია
** სხვა დამატებითი მოვალეობები განხილული იქნება გასაუბრებაზე.
თუ თქვენ:
** ხართ თქვენს ძალებში დარწმუნებული, ხართ მზად ეფექტურად მუშაობისთვის, და გაქვთ მიზნის მიღწევის სურვილი
** გაქვთ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება
** გაქვთ უნარი დააინტერესოთ პოტენციური მომხმარებელი
** გაინტერესებთ ინოვაციური ტექნოლოგიები და გინდათ რომ პირველებმა გაიგოთ და დატესტოთ სიახლეები
** დარწმუნებული ხართ თქვენს ძალებში და შედეგზე ორიენტირებული
** გაქვთ კლიენტებთან მუშაობის, მათი დაინტერესების და მოზიდვის გამოცდილება
** იცით ინგლისური და რუსული
მაშინ ეს ვაკანსია შენთვის არის!
თუ თვლით, რომ შეესაბამებით ვაკანსიის მოთხოვნებს, გინდათ კარიერული ზრდა საერთაშორისო ორგანიზაციაში, მაშინ CV მოგვაწოდეთ ამ ელექტრონულ მისამართზე: hr@asbc.ge და სათაურის ველში მიუთითე - "B2B Sales Team Leader".
დამატებითი ინფორმაცია:
თქვენი რეზიუმე კომპანიის მონაცემთა ბაზაში რჩება მაქსიმუმ 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას კომპანიაში არსებულ სხვა რეზიუმეს შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.