სამშენებლო კომპანია "პრაიმ ბეტონი" აცხადებს ვაკანსიას ბექლოუდერის ოპერატორის პოზიციაზე.
"პრაიმ ბეტონი" არის სამშენებლო - საინჟინრო კომპანია, რომელიც აშენებს პორტებს, გზებს, წყლის ინფრასტრუქტურას, სამოქალაქო და ინდუსტრიულ შენობებს. კომპანია ასევე აწარმოებს ბეტონს, სამშენებლო მასალებს და ბეტონის ანაკრებ კონსტრუქციებს.
კომპანიისა და მისი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ლინკი: http://www.primeconcrete.ge
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ფოთი
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** პროფესიული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** კონკურენტულ სამუშაო პირობებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** S კატეგორიის მართვის მოწმობა
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
მოვალეობები:
** ბექლოუდერის უსაფრთხო და პროფესიონალური ოპერირება
** საჭიროების შემთხვევაში მიბარებულ ტექნიკაზე მცირედი სარემონტო სამუშაოების შესრულება
** კომპეტენციის ფარგლებში სამშენებლო პროექტის მენეჯერის დავალებების შესრულება
** რეგლამენტური სერვისის მონიტორინგი
** არსებობის შემთხვევაში ტექნიკის დამატებითი ელექტრო აქსესუარების შენახვა, მოვლა
** მუშაობის დაწყებამდე ბექლოუდერის ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება/შეპოხვა
** ტექნიკის სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი
** სამუშაო პროცესში შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა, სპეცდანიშნულების ტანსაცმლისა და ინდივიდუალური დაცვის სხვა საშუალებების გამოყენება
** კომპეტენციის ფარგლებში უშუალო მენეჯერის და სხვა უფლებამოსილი პირების მიერ გაცემული დავალებების შესრულება.
აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** გამოწვევებთან გამკლავების სურვილი
** ტექნიკის უსაფრთხოდ მართვის უნარი
თუ თვლით, რომ ვაკანსიის აღწერილობა თანხვედრაშია თქვენს ინტერესებსა და კომპეტენციებთან, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე 2023 წლის 15 აპრილის ჩათვლით ელმისამართზე: vacancy@primeconcrete.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან ვაკანსიის დასრულებიდან მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში.