www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა
მომწოდებელი: Carrefour Georgia
გამოქვეყნდა: 19 მაისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

"კარფური" ფრანგული ბრენდია, რომლის ფრენჩაიზის ექსკლუზიური მფლობელი "Majid Al Futtaim Retail"-ია, სავაჭრო ცენტრის, საცალო ვაჭრობისა და გართობის სფეროს ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიოში. ბრენდის მიზანია, მომხმარებელს მიაწოდოს მაღალი ხარისხის პროდუქციის უდიდესი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასათვის, ყოველდღე. "კარფური", როგორც დამსაქმებელი, ცდილობს დაამკვიდროს მაღალი სტანდარტები ადამიანური რესურსების მართვისა და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხებში. "კარფური"-ს ყველაზე ღირებული რესურსი ადამიანური კაპიტალია და კომპანია ყველანაირ ძალისხმევას იჩენს, რათა ხელი შეუწყოს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.

"კარფურის" ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა

სტუდენტებისთვის და ახალი კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან ბიზნესის სფეროში განვითარებით, კარფური აცხადებს ახალგაზრდა მენეჯერების სწავლების და დასაქმების ანაზღაურებად პროგრამას.

პროგრამის ფარგლებში მონაწილეები:

** შეისწავლიან საცალო გაყიდვების ბიზნესის მართვას;
** დასაქმდებიან მენეჯერულ პოზიციებზე .

სწავლება მოიცავს როგორც ტექნიკური ისე მენეჯერული უნარების განვითარებაზე ორიენტირებულ თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს. 6 თვიანი კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში პროგრამის მონაწილეები დაიკავებენ კომპანიაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას.

ანაზღაურება:

** სწავლის პერიოდში - 700 ლარი
** დასაქმებისთანავე - 1200 ლარიდან

რეზიუმეს გამოგზავნის ბოლო ვადა:
20 მაისი, 2023

სწავლის პერიოდი: 2023 წლის მაისი-ოქტომბერი

სასწავლო პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან და დაეუფლებიან:

** საცალო გაყიდვების მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობებს
** ფინანსების მართვას
** ოპერაციების მართვას
** გუნდის მართვას
** მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპებს

რატომ კარფური?

** საერთაშორისო კომპანია;
** თანამედროვე საცალო გაყიდვების მიდგომები და გამოცდილება;
** სტაბილურობა;
** განვითარებისა და კარიერული ზრდის პერსპექტივა;
** გუნდური და თანამშრომელზე ორიენტირებული გარემო.

პოტენციური მენეჯერების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: recruitment-geo@mafcarrefour.com. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ "კარფურის ახალგაზრდა მენეჯერების პროგრამა".

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებთან.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |