www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამა
მომწოდებელი: ISET - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა
გამოქვეყნდა: 22 მაისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

"თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა" (ISET) გთავაზობთ ეკონომიკის ორწლიან სამაგისტრო პროგრამას.

სწავლება მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე, საღამოს საათებში, რაც მომუშავე პროფესიონალებს მუშაობის პარალელურად სწავლის შესაძლებლობას აძლევს. ISET-ში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორები ასწავლიან. ISET-ის სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკის ერთადერთი პროგრამაა საქართველოში, რომელსაც საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს, რაც პროგრამის მაღალი ხარისხის აღიარებაა.

ყველა ჩარიცხულ სტუდენტს საშუალება ექნება, უფასოდ გაიაროს მათემატიკის მოსამზადებელი კურსი (1 კვირა, აგვისტო, 2023 წელი).

სწავლის საფასური და ფინანსური მხარდაჭერა:

სწავლის საფასური შეადგენს 3, 000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში, ერთი სასწავლო წლისთვის. თუმცა ISET სტუდენტებს ფინანსური მხარდაჭერის არაერთ შესაძლებლობას სთავაზობს:

** სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებულთათვის სწავლის საფასური არის 1, 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
** სტუდენტებისთვის, რომელთაც ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვთ საქართველოს რეგიონული უნივერსიტეტიდან, სწავლის საფასური არის 2, 400 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
** ISET-ის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულთათვის სწავლის საფასური არის 1, 300 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში.
** აკადემიური სტიპენდიები საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტისთვის.
** საჭიროებაზე დაფუძნებული სტიპენდიები ISET-ისა და მისი პარტნიორებისგან.
** სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს შეუძლიათ მიღებული გრანტით ISET-ში სწავლის საფასური აანაზღაურონ.

მომავლის პერსპექტივები:

** საერთაშორისო სტუდენტური გაცვლითი პროგრამები: სტუდენტებს საშუალება აქვთ, ისწავლონ ერთი სემესტრი და მონაწილეობა მიიღონ საზაფხულო სკოლებსა და კვლევით ვორქშოპებში ჩვენს პარტნიორ უნივერსიტეტებში: კლერმონის უნივერსიტეტი, ბერლინის უნივერსიტეტი, ნორვეგიის ეკონომიკის სკოლა, სტოკჰოლმის ეკონომიკის სკოლა და სხვ.
** დასაქმება: ISET-ის კურსდამთავრებულთა 98% დასაქმებულია ან სწავლას აგრძელებს საზღვარგარეთ. კურსდამთავრებულთა საშუალო ანაზღაურება 4-ჯერ აღემატება საქართველოს საშუალო ანაზღაურებას.
** სწავლის გაგრძელება აშშ-ისა და ევროპის წამყვან სადოქტორო პროგრამებზე, სრული დაფინანსებით. ISET-ის ათობით კურსდამთავრებული უკვე ეკონომიკის დოქტორია. მათ სწავლა გააგრძელეს ან ამჟამად სწავლობენ ისეთ უნივერსიტეტებში, როგორიცაა სტენფორდის, ჩიკაგოს, ნიუ იორკის, პენსილვანიის, ვორიკის, ლესტერის, კალტეკის და სხვა უნივერსიტეტები.
** ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამა: ISET-ის კურსდამთავრებულთა თითქმის 70% მონაწილეობას იღებს ჩეხეთის რესპუბლიკის CERGE-EI-ის ფონდის ახალგაზრდა მასწავლებელთა პროგრამაში და პედაგოგიურ ტრენინგს გადის პრაღაში. პროგრამის დასრულების შემდეგ, ისინი რეგიონის სხვადასხვა უნივერსიტეტში ასწავლიან თანამედროვე, საბაზრო ეკონომიკას.

რეგისტრაცია:

1. ონლაინ განაცხადის შევსება
2. მისაღები გამოცდების ჩაბარება

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა.
დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისათვის:
ელ-ფოსტა: AdmissionsMA@iset.ge
ტელ.: +995 322 507 177 (შიდა: 104)
ვებ-გვერდი: http://www.iset.ge/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2020 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |